გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და

გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და გაიშლებიან სულში, როდესაც განეშორები ყოველივე ცოდვიანს. თუ გსურს შენს სულში დაისადგურონ ახალი ქვეყნის საიდუმლოებებმა, უწინარესად განამშვენე იგი ბერისთვის მცნებად დადებული საქმეებით: მარხვით, მღვიძარებით, მსახურებით, მოღვაწეობით, მოთმინებით, ბილწი ფიქრების აღმოფხვრით. გონება მიაპყარ წმიდა წერილს და განისწავლე მით, უფლის მცნებანი მუდამ გაქვნდეს წინაშე თვალთა შენთა, განუწყვეტლად ილოცე და აღმოიფხვერი გულიდან იმ საგანთა ხსოვნა, რომელთაც უწინ ყურადღებას უთმობდი. განსწავლე გონება მუდამ მეცადინეობდეს იმ კეთილ საქმეებზე ფიქრით, რომელნიც მოგვეცა მაცხოვრისაგან., მხოლოდ მაშინ მისწვდება გონება შენი, თუ რაოდენ სასარგებლოა სიწმინდე.
 
6