თემა: ენა,  სიტყვა

ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ

ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დამწყებს მართებს ჯეროვანი თავმდაბლური განსჯა, რომ ისინი, რომელბიც საკუთარ აზრებს გამოთქვამენ, ამას გულმეცნიერებით იქმან და ეს მათ შეეფერებათ; ხოლო შენ შენი თავი მათთან საუბრისათვის უღირსად ჩათვალე; როცა რაიმეს შგეკითხებიან, მოკრძალებით უპასუხე. და თუ ყოველივეს მიუხედავად, ოდესმე მაინც დაგძლევს შენი უძლურება, შეინანე და გადაუდებლად ეცადე გამოსწორდე, იმის უეჭველი შეგნებით, რომ: „ენა კაცთა - დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა. რომელი სიტყვით არა სცთებოდეს, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს აღსხმად ყოვლისავე გუამისა“ (იაკ. 3, 8, 2).
 
თემატური კითხვები
6