თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი

თუკი შენს სიახლოვეს საცთურს ხედავ, ზურგი აქციე მას და დაბრუნდი შენი სულის სამსხვერპლოზე, საცთური კი შენს გარეთ დარჩება. თუკი გულს წყენა გიმძიმებს, მიმართე სულში დავანებულ სულიწმიდის მადლს და იგი განამტკიცებს შენში სახარებისეული ნეტარების მცნებას. თუკი ცხოვრების გზაზე უსიამოვნო ვითარებანი შეგავიწროვებენ, მაშინ იცოდე „ცხოვრება გაქუს წმიდისა მისგან და იცი ყოველივე“ (1 ინ. 2, 20). თუკი შენი ძალები დაშრტებიან, რომელთა სასოება არც მანამდე უნდა გქონოდა, ახლა გამოცდილებაც გიდასტურებს მიმართო ღმერთს შემწეობისთვის, რომელიც ჩვენს უძლურებებში იძენს ძალას.
 
თემატური კითხვები
6