თემა:
ცდუნება
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუცლელობაში გვაგდებს, უქმად ყოფნა გვანებივრებს, ცოდნა გვაამპარტავნებს, უმეცრება საცთურთან დაგვამეგობრებს, ჯანმრთელობა ვნებებს შეეწევა, უძლურება უგრძნობელობასა და დრტვინვაში გვაგდებს; ერთი სიტყვით, ყოველივე, რაც ჩვენშია, ან ჩვენს გარშემოა, ცოდვილი და წინდაუხედავი ადამიანისთვის მახედ და დაბრკოლებად იქცევა. ცხოვნების ერთადრეთი იმედი რჩება ადამიანს - შეღაღადოს ყოვლადმოწყალე ღმერთის ტახტს, რათა მან კეთილინებოს შეწევნა ჩვენი, რომ დავიმორჩილოთ მღელვარე ვნებები, განგვანათლოს უმეცრებით დაბნელებულნი, განგვამტკიცოს უძლურნი, წარმართოს ჩვენი სულიერი ბრძოლა გამარჯვებისკენ და აღგვადგინოს დაცემულნი.
|