გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
წმიდა სახარებაც ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". და სად იხილავენ მას? - საკუთარ გულში.
ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს? მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინა... იხილეთ სრულად
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავნი 4,23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ ... იხილეთ სრულად
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...
ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემომქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.
ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს ნამდვილ "მეს". ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თა... იხილეთ სრულად