ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვ...
იხილეთ სრულად
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვაობა, რამეთუ საღმრთო წერილი თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ მეზვერემაც მოწყალე ჰყო უფალი და ავაზაკიც ცხონდა რწმენით წარმოთქმული რამდენიმე სიტყვით.
link
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარსდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუკი ლოცვის საგანი სათნო იქნება მისთვის.
link
მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით განწესებაში სჯულისმიერი მღვდლობისათვის, ღმერთმა უბრძანა მღვდლებს: „აკურთხეთ ძენი ისრაელისანი“ (რიცხვ. 6, 2) და კიდევ მათ შესახებ: (...
იხილეთ სრულად
მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით განწესებაში სჯულისმიერი მღვდლობისათვის, ღმერთმა უბრძანა მღვდლებს: „აკურთხეთ ძენი ისრაელისანი“ (რიცხვ. 6, 2) და კიდევ მათ შესახებ: (რიცხ. 6, 27). მღვდლის მიერ კურთხევას ყოვლადწმიდა სამების სახელზე ძალუძს სული აგივსოს ნათლითა და მშვიდობით, სხეული კურნებით, კეთილად შეგეწევა ყოველ საქმეში, კეთილგანგებულებას დაამყარებს ოჯახში, კურთხევის ძალით ის ადგილები...
link
უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს აღგიგზნებს. ასევე გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცთურთა შორის. სასარგებლოა...
იხილეთ სრულად
უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს აღგიგზნებს. ასევე გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცთურთა შორის. სასარგებლოა, აგრეთვე, ხსოვნა თუ როგორ გაიხრწნება შენი სული. მრავალთათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცვნიათ წმიდა ცხოვრებით მიღებული სიტკბო და არ დაუწყიათ წმიდა შინაგანი ცხოვრება, სასარგებლო იქნება არაწმიდა ცხოვრებით გამოწვეული შედეგ...
link
თუკი დემონთა მძლავრებით შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით, განსჭვრიტე როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარა...
იხილეთ სრულად
თუკი დემონთა მძლავრებით შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით, განსჭვრიტე როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარადიულ წარწყმედას? მუდამ გახსოვდეს სიკვდილის ჟამი, რომელიც ბოლოს მოუღებს ჩვენს ხორციელ სილამაზეს. მდაბლად ითხოვე ღმრთისაგან მოიგერიოს მტრისგან ნასროლი განხურვებული ისრები, რომლებიც აშფოთებენ ჩვენს სულს.
link
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის გა...
იხილეთ სრულად
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე გულგრილი შეიქმნეს დიდებისმოყვარების მსახვრალი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს ჭაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინით და ხალხის ტაშისკვრით. ის მოხუცსაც იტყუებს საუ...
link
რომელია ხსნის დამკვიდრების ჭეშმარიტი გზა: რა მდგომარეობაშიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც სწამს ქრისტე მაცხოვრის დამსახურებანი, მისი ღვთიური მადლის შეწევნით შეუდგება ცხონების უმოკლეს გზას, თუ წმიდა მამათა მაგალითს მიჰყვება. და თ...
იხილეთ სრულად
რომელია ხსნის დამკვიდრების ჭეშმარიტი გზა: რა მდგომარეობაშიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც სწამს ქრისტე მაცხოვრის დამსახურებანი, მისი ღვთიური მადლის შეწევნით შეუდგება ცხონების უმოკლეს გზას, თუ წმიდა მამათა მაგალითს მიჰყვება. და თუ ის ბოლომდე შეინარჩუნებს ჭეშმარიტ რწმენას, სიყვარულსა და სასოებას ღმრთისა, საბოლოოდ მივა იქ, სადაც ყოველთა წმიდათა კრებულია, და მათთან ერთად მარად დაიდებს წილს ზეციურ სიხარულში.
link
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნე...
იხილეთ სრულად
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნების კეთილისმყოფელი მოვლენები გვიხსნის და ასაზრდოვებს სიყვარულს და მადლიერების გრძნობას ღმრთისადმი; მრისხანე მოვლენები შიშსა და კრძალვას აღგვიძრავს მისდამი; მშვიდი მოვლენები – სიმშვიდეს, მღელვარე მოვლენები გულის შემუსვრილ...
link
ბიბლია მორწმუნისთვის არის სული და ცხოვრება. ეკლესიის სწავლება განგვიმარტავს იმას, რასაც წმიდა წერილი შეიცავს; ამიტომ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მწყემსთა სწავლება ძალას ღვთიური სიტყვით იძენს. წმიდა წერილი ...
იხილეთ სრულად
ბიბლია მორწმუნისთვის არის სული და ცხოვრება. ეკლესიის სწავლება განგვიმარტავს იმას, რასაც წმიდა წერილი შეიცავს; ამიტომ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მწყემსთა სწავლება ძალას ღვთიური სიტყვით იძენს. წმიდა წერილი შექმნილია არა ადამიანური ძალისხმევით, არამედ სულიწმიდით განბრძნობილმა, წმიდა, ღმრთისმიერმა ადამიანებმა გადმოგვცეს.
link
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა,...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე. ღმრთის განწესებით, ადამიანის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადა...
link