თემა: ბუნება

ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული

ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნების კეთილისმყოფელი მოვლენები გვიხსნის და ასაზრდოვებს სიყვარულს და მადლიერების გრძნობას ღმრთისადმი; მრისხანე მოვლენები შიშსა და კრძალვას აღგვიძრავს მისდამი; მშვიდი მოვლენები – სიმშვიდეს, მღელვარე მოვლენები გულის შემუსვრილებასა და ლოცვით განწყობას აღძრავს; ამაღლებული და გულისშემძვრელი მოვლენები ჩვენში ადამიანური უძლურებისა და სისუსტის გრძნობას შობს და ამიტომ აღძრავს მორჩილების გრძნობას, წარმოშობს სამყაროს შემოქმედისადმი რწმენასა და სასოებას.
 
6