ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება

ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე. ღმრთის განწესებით, ადამიანის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ნეტარება ამ ქვეყნად ფრიად ნაკლულევანია.
 
6