უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს
უპირველესი და უმარტივესი საშუალება ხორციელ ვნებათა დასათრგუნად იმ საგანთა მოშორებაა, რომელიც სულს აღგიგზნებს. ასევე გმართებს შეიმოსო მდუმარება და მკაცრი თავშეკავება; ძნელია შეინარჩუნო სიწმინდე ამსოფლიურ საცთურთა შორის. სასარგებლოა, აგრეთვე, ხსოვნა თუ როგორ გაიხრწნება შენი სული. მრავალთათვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცვნიათ წმიდა ცხოვრებით მიღებული სიტკბო და არ დაუწყიათ წმიდა შინაგანი ცხოვრება, სასარგებლო იქნება არაწმიდა ცხოვრებით გამოწვეული შედეგების წარმოდგენა, რომელიც გარდა იმისა, რომ სულს განაყენებს საღმრთო სიყვარულისაგან (რაც ყოველ ცოდვაზე უფრო დამღუპველია), თავისი არსით არის ბილწი. შესაბრალისნი არიან სახილველად ის ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვას ემონებოდნენ წარსულში, დღეს კი უკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი ან გონება აქვთ წართმეული, მოუძლურებულნი არიან ეჭვიანობით, მოწყლულნი ღალატითა და ორგულებით, და სიკვდილზე უწინ სასოწარკვეთილების ჯოჯოხეთური ცეცხლისთვის არიან განწირულნი.
|