თემა:
დიდებისმოყვარეობა
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტათნ, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს შეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე გულგრილი შეიქმნეს დიდებისმოყვარების მსახვრალი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს ჭაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინით და ხალხის ტაშისკვრით. ის მოხუცსაც იტყუებს საუკუნო ძეგლის აღმართვით ჩინებული საქმისათვის, რომელნიც აღასრულა შთამომავალთა წინაშე.
|