[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმ...
იხილეთ სრულად
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგ...
link
ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტო...
link
როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა...
იხილეთ სრულად
როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, "კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა" (I მეფეთა; 16; 7);...
link
ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა.
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურ...
იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურაბა, მალევე ამჟავდება. გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მ...
link
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრა...
იხილეთ სრულად
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქ...
link
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად...
იხილეთ სრულად
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი...
link
როდესაც აბბა ამოსი იერუსალიმის პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა, სხვადასხვა სავანეებისა და უდაბნოების მოსაგრეები, ჩვეულებისამებრ, მივიდნენ ღვთის უპირველესი მღვდელმსახურისთვის პატივის მისაგებად. -ილოცეთ ჩემ ცოდვილისათვის, - უთხრა მ...
იხილეთ სრულად
როდესაც აბბა ამოსი იერუსალიმის პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა, სხვადასხვა სავანეებისა და უდაბნოების მოსაგრეები, ჩვეულებისამებრ, მივიდნენ ღვთის უპირველესი მღვდელმსახურისთვის პატივის მისაგებად.-ილოცეთ ჩემ ცოდვილისათვის, - უთხრა მათ პატრიარქმა და თაყვანი სცა, - განუწყვეტლივ ილოცეთ, მამანო და ძმანო! უდიდესი და უმძიმესია ჩემი ტვირთი და მაშინებს ეს ღვაწლი. სადღაც წამიკითხავს, რომ, რომის პირველი წინამძღვარი ლევი, ორმოცი დღის განმავლობაში იყო ტაძარში ლოცვას...
link
მეფე კონსტანტინემ ამბოხის ჩასახშობად მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა სამი მხედართმთავრის წინამძღოლობით; მაგრამ ზღვაზე ამტყდარი ქარიშხალი მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. უკეთესი ამინდის მოლოდინში ისინი ერთ ზღვისპირა ქ...
იხილეთ სრულად
მეფე კონსტანტინემ ამბოხის ჩასახშობად მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა სამი მხედართმთავრის წინამძღოლობით; მაგრამ ზღვაზე ამტყდარი ქარიშხალი მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. უკეთესი ამინდის მოლოდინში ისინი ერთ ზღვისპირა ქალაქში გაჩერდნენ, რომელიც წმიდა ნიკოლოზის სამწყსოს მიეკუთვნებოდა.საფიქრებელია, რომ მხედართმთავრები არცთუ მკაცრად ადევნებდნენ თვალყურს ლაშქრის წესრიგსა და კეთილზნეობრივ საქციელს, რადგან ქალაქის მცხოვრებლებმა მალე იგრძნეს,...
link
826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა?
იხილეთ სრულად
სოფლის წარდგინებით ხელდასხმულნი ან დადგენილნი არ უნდა ექვემდებარებოდნენ არც პირად მსახურებას და არც გადასახადს. ასევე ზოგიერთი ძლიერი პიროვნების წარდგინებით ან რწმუნებით დადგენილებმაც არ უნდა იმსახურონ პიროვნულად, არამედ საკუთრებით უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგვიგონია, რომ ისინი შემოწირულობის საფუძველზე არიან ხელდასხმულნი. რამეთუ ეს საქმე რაღაცნაირად შეიძლება მოსათმენი იყოს (აქ ორიგინალში რამოდენიმე სიტყვა გაცრეცილია ...
link