
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო. ამას მოკლედ გწერ, როდესაც მოხვალ, უკეთ ვისაუბრებთ. ოღონდ შენ მალე მოდი. ბიძაშენსაც ნახავ, რომელიც, ალბათ, ოციოდე დღის შემდეგ მონაზონი გახდება. ამიტომაც მანამდე მოდით.