წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 75]
თემა:
მღვდლობა
სამღვდელმთავრო და სამღვდელო ხარისხის მნიშვნელობის შესახებ

როდესაც აბბა ამოსი იერუსალიმის პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა, სხვადასხვა სავანეებისა და უდაბნოების მოსაგრეები, ჩვეულებისამებრ, მივიდნენ ღვთის უპირველესი მღვდელმსახურისთვის პატივის მისაგებად.
-ილოცეთ ჩემ ცოდვილისათვის, - უთხრა მათ პატრიარქმა და თაყვანი სცა, - განუწყვეტლივ ილოცეთ, მამანო და ძმანო! უდიდესი და უმძიმესია ჩემი ტვირთი და მაშინებს ეს ღვაწლი. სადღაც წამიკითხავს, რომ, რომის პირველი წინამძღვარი ლევი, ორმოცი დღის განმავლობაში იყო ტაძარში ლოცვასა და მარხვაში და ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს, რათა მისთვის ცოდვები მიეტევებინა. ბოლოს მას მოესმა ხმა:
-უფალმა მოგიტევა ცოდვები, გარდა იმ ცოდვებისა, რომლებიც ეხება მღვდლად ხელდასხმამდე მოცემულ მოვალეობებს. მხოლოდ ამ ერთისათვის განისჯები.
როდესაც გადაწყვეტთ, ღვთის მსახური მწყემსები გახდეთ, დაუფიქრდით, რაოდენ მნიშვნელოვანი საქმეა ხელდასხმა. ნუ დაივიწყებთ, რომ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე წარსდგება თქვენთვის მობარებული თითოეული სული.

|