მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით

მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით განწესებაში სჯულისმიერი მღვდლობისათვის, ღმერთმა უბრძანა მღვდლებს: „აკურთხეთ ძენი ისრაელისანი“ (რიცხვ. 6, 2) და კიდევ მათ შესახებ: (რიცხ. 6, 27). მღვდლის მიერ კურთხევას ყოვლადწმიდა სამების სახელზე ძალუძს სული აგივსოს ნათლითა და მშვიდობით, სხეული კურნებით, კეთილად შეგეწევა ყოველ საქმეში, კეთილგანგებულებას დაამყარებს ოჯახში, კურთხევის ძალით ის ადგილები და საგნები, რომელნიც იკურთხებიან, აღივსებიან უხილავი, მაგრამ ნაყოფიერი ზეციური ცვარით. ამიტომ, კურთხევის გამოთხოვისას უნდა ვეცადოთ, საკუთარი ცოდვებით არ განვაგდოთ ჩვენგან მისგან მონიჭებული ძალა.
 
თემატური კითხვები
6