თემა:
შური
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა
ჭეშმარიტებისა და სათნოებისთვის ყველაზე საშიშია შური. ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა (სიბ. სოლ. 2, 24). შურის ნაყოფია ცოდვაც ამ საწუთროში. ეს ერთი მანკიერება საშიშია იმიტომ, რომ მას დამონებულნი საკუთარ თავსაც კი უმალავენ ამას. სათნოების ეს შეურიგებელი მტერი აღიგზნება იმით, რომ ადამიანებში აღძრავს გაკვირვებას და არავის და არაფერს არ პატიობს, გარდა მანკიერებისა და უცოდინრობისა. გვმართებს განვეშოროთ საყოველთაო ყურადღებას, რათა არ მივიპყროთ სხვისი მზერა და შეწყალება. არ არსებობს ბოროტება, რომელიც შენივთებული არ იყოს შურთან, არ არსებობს ისეთი სულმდაბლობა, რომელსაც იგი არ განიზრახავს. როგორც კი შური სულს დაეუფლება, მას - დიდებისთვის შექნილ ჭურჭელს, ყოველგვარი სისაძაგლით აღვსილ უპატიო ჭურჭლად აქცევს.
|