
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ლოცვაში მრავალსიტყვაობა
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას,
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უნებლიედ ღმერთს მიმართავს შეწუხებული.
|