ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: "ყოველთა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო". ხოლო უკანასკნე...
გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11-32) ჩვენ ყოველნი ცოდივლნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით ...
იხილეთ სრულად
გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11-32) ჩვენ ყოველნი ცოდივლნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისთვისაცა ჰსთქვა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მამისადმი ჩვენისა...
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს...
იხილეთ სრულად
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომ...
ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანიოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ–ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სი...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანიოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ–ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრულ არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რითღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით ...
წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი ა...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა გცეს, ან ცუდი რაიმე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, - წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, რომელნი მცნობნი და უცნობნიცა ...
ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაშინ ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა ...
იხილეთ სრულად
ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაშინ ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯვარო მით უმეტეს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი.
წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიასა შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექმნება დასასრუილი ტანჯვასა მათსა.
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან...
იხილეთ სრულად
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელ...
ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლ...
იხილეთ სრულად
ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განჩინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: "მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ; საპყრობი...
"უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი" (მათე 6.14). ხედავთ, ვითარ ჰსურს მ...
იხილეთ სრულად
"უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი" (მათე 6.14). ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძნობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რაოდენიმე შვილი და ...