
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 48]
თემა:
ცხონება
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა,
ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა" (მათე 25.46).
|