
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 250]
939. რას გვეტყვით მომავალ ცხოვრებაზე?
939. რას გვეტყვით მომავალ ცხოვრებაზე?
მშვენივრად თქვა წმ. მოწამე ტრივურტიმ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე: „მეჩვენება, რომ არის და არც არის“. ზუსტია! ის თითქოს თვალწინაა და ხელშესახებია, მაგრამ ყოველთვის ხელიდან გვისხლტება. მომავალ ცხოვრებაზე კი ტრივურტიმ თქვა: „მეჩვენება, რომ არ არის და არის“. მართლაც, როცა აქა ვართ, გვგონია, რომ ყოველთვის აქ ვიცხოვრებთ; მომავალი ცხოვრება არარსებულად გვეჩვენება, მაგრამ არა. ვერც კი შევამჩნევთ, ისე დადგება და დადგება უეჭველად.
|