
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 45]
თემა:
სინანული
გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა?
გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11-32) ჩვენ ყოველნი ცოდივლნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისთვისაცა ჰსთქვა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მამისადმი ჩვენისა ზეციერისა, რომელი და მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ.
|