
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 45]
თემა:
საშინელი სამსჯამრო
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: "ყოველთა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო". ხოლო უკანასკნელი ყოვლისა კაცისა არის საშინელი სამსჯავრო, და უკეთუ კაცი ყოველ დროს და ყოველთა საქმეთა მისთა წარმოიდგენს საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, მრავლისა ცოდვისაგან დაიცავს იგი თავსა თვისსა.
|