წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ცოდვა

აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა

აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომელ იმავე წამს, როდესაც ცოდვას იქმს, ცოდვა მისი შეტყობილ იქმნება ყოველთა კაცთაგან, - მაშინ იგი არ გაბედავდა და ვერ იქმოდა მრავალთა თვისთა ცოდვათა.
 
თემატური კითხვები
0