
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 41]
თემა:
ლოცვა
აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და
აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და ძალასა. როდესაც წარმოიდგენთ, რა მძიმე საქმე არის ჭეშმარიტი ლოცვა, უნებლივად ვიფიქრებთ: ვის შეუძლია შეიძინოს იგი! გარნა შენ კი, ძმაო, ადვილად უყურებ ამ საქმეს; შემოხვალ აქ (ეკლესიაში) დაფანტულითა ჰაზრითა და თან შემოიტან სოფელსა და, სოფლის ურვასა. ლოცულობ არა სულითა და გულითა, არამედ უფროსად ენითა და ხელითა. ამისთვისაც არის, რომ ლოცვა არ მოქმედობს შენს ბუნებაში. მეშინის, რომ შენ გადიხარ აქედანა არა გამართლებული და განწმენდილი, არამედ გამტყუნებული. ეს სჩანს მისგან, რომ შენ გამოხვალ რა აქედამ, მაშინვე მიიქცევი უწინდელთა შენთა საქმეთადმი. არ გამოიცვალე ხასიათი, გულფიცხელმა გული არ დაიწყნარე; გაუმაძღარმა სიხარბე არ მოიშალე; ამპარტავანმა თავი არ დაიმდაბლე. თუ ჭეშმარიტი და ნამდვილი ყოფილიყო შენი ლოცვა, მაშინ ვითარცა კარგ დროზე მოსული წვიმა მიწისაგან ნაყოფს, ეგრეთვე იგი გულისა შენისაგან გამოიხმობდა კეთილსა ჰაზრსა და საქმესა.
|