image

თემა: ეკლესია

153. შეიძლება თუ არა იმ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფა, რომელიც სამოციქულო გადმოცემით მივიღეთ?
ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და ქადაგებებისაგან ზოგიერთი მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ხოლო ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში. რადგან, თუკი გავბედავთ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფას, როგორც თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონეთ, მაშინ შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში და უარესშიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შეგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით, რომ ვარის ნიშს გადავსახავდეთ? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ, პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? და კიდევ, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხევთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? ანდა თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რაზედაც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები