ავტორი:
წმ. კვიპრიანე კართაგენელი
თემა: ეკლესია, ღვთისმსახურთა მიმართ
781. შეიწირავს თუ არა ღმერთი განხეთქილებაში მყოფ მღვდელთაგან შეწირულ მსხვერპლს?
რა მსხვერპლის შეწირვას ფიქრობენ მღვდლობის მოშურნენი? ნუთუ, როდესაც ეკლესიის გარეთ იკრიბებიან, ჰგონიათ, რომ მათთან არის ქრისტე? ასეთებმა სიკვდილიც რომ დაითმინონ ქრისტეს სახელით, ლაქას სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავენ. მძიმე, აღუხოცელი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც ვერ განიწმინდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება... ვინც არ ისურვეს ღმერთის ეკლესიაში ერთსულოვნება შეენარჩუნებინათ, ღმერთთან ვერ დაიმკვიდრებენ, თუნდაც ცეცხლში დაწვან და მხეცებს მიუგდონ დასაგლეჯად.