თემა: ღვთისმსახურთა მიმართ ის, ვინც საკუთარი სულის ცხონებაზე არ ზრუნავს, არასოდეს იზრუნებს მოყვასის ცხონებაზე. link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი. link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ ვინც თავისი თანამდებობის გამო, ვალდებულია, სიწმიდეზე ილაპარაკოს, იგი ვალდებულია აგრეთვე, თავისი ცხოვრებითაც სიწმიდეს წარმოადგენდეს. link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე? link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ თუ წმიდა ეკლესია ადვილად არ ანდობს გაუწაფავს წმიდა წერილის კითხვას - ხელმძღვანელობის გარეშე, განა ამით მღვდელთაგან, ხელმძღვანელთაგან არ ითხოვს, მასში ღრმა განსწავლას? link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23). link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი. link
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა. link