ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები ღვთისმსახურთა მიმართ, გამონათქვამები
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის. მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არ... იხილეთ სრულად
ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. თქვენგან კი მხოლოდ ურთიერთსიყვარულს და ერთმანეთის წინაშე დამდაბლებას ვითხოვ.
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.