1
2
image
image
Loading..
image

თემა: გარეგნობა

848. როგორ ამხელენ წმ. მამები მათ, რომლებიც იღებებიან?კანი ფერ–უმარილის წასმით შეგიბილწავს, თმები შენთვის უცხო ფერით შეგიცვლია... შენ არ ძალგიძს ღმერთის დანახვა... შენ ეშმაკს შედგომიხარ, მტერს შეუმკია შენი თმები და მასთან ერთად მოგელის ცეცხლი!
link
image

თემა: უმანკოება,  ჩაცმულობა

567. ვლინდება თუ არა ჩაცმა–დახურვაში ადამიანის უმანკოება?თავშეკავება და უმანკოება მარტოოდენ ხორცის უმანკოებაში კი არა, მოკრძალებულად ჩაცმა–დახურვასა და უბიწო მორთულობაში ვლინდება.
link
image

თემა: ეკლესია

160. როგორია ხვედრი იმისა, ვინც ეკლესიას განეშორება?ყოველი, ვინვ ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო გაუხდება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, იგი აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი, უცხო და უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
link
image

თემა: ეკლესია

324. ვინ გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი ეკლესიაში?მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცნობიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილი, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტიანის სახელით აცდუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა.
link
image

თემა: ეკლესია,  ღვთისმსახურთა მიმართ

781. შეიწირავს თუ არა ღმერთი განხეთქილებაში მყოფ მღვდელთაგან შეწირულ მსხვერპლს?რა მსხვერპლის შეწირვას ფიქრობენ მღვდლობის მოშურნენი? ნუთუ, როდესაც ეკლესიის გარეთ იკრიბებიან, ჰგონიათ, რომ მათთან არის ქრისტე? ასეთებმა სიკვდილიც რომ დაითმინონ ქრისტეს სახელით, ლაქას სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავენ. მძიმე, აღუხოცელი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც ვერ განიწმინდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება... ვინც არ ისურვეს ღმერთის ეკლესიაში ერთსულოვნება შეენარჩუნებინათ, ღმერთთან ვერ დაიმკვიდრებენ, თუნდაც ცეცხლში დაწვან და მხეცებს მიუგდონ დასაგლეჯად.
link
image

თემა: ეკლესია,  ცხონება

427. შეიძლება თუ არა სულის ცხონება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე?როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსადგურს მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმერთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგი ერთადერთი უცდომელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".
link
image

თემა: თეატრი კინო

416. რატომ არის მიუღბელი ქრისტიანისათვის თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება?ამ სანახაობებზე შენ დაინახავ იმას, რაც სირცხვილსა და მწუხარებას მოგგვრის. იქ ლამაზი სიტყვიბით მოუთხრობენ უძველეს მკვლელობებსა და უხამსობებზე, რათა ოდესღაც ჩადენილი ბოროტმოქმედება ხალხის მახსოვრობადი დარჩეს. ამგვარად, დროსაც კი არ ძალუძს მახსოვრობიდან ამოშალოს ბოროტმოქმედება, ისინი გადაეცემიან თაობიდან თაობას და კარგა ხნის წინანდელი სისაძაგლე ცოცხალ მაგალითებად იქცევა. წარმოდგენებზე ერთნი იმ მანკიერებათა საყურებლად მიდიან, რომელსაც თავად კარგა ხანია ეწევიან, მეორენი – იმის სასწავლად, როგორ გახდნენ არამზადები; მესამენი უყურებენ მრუშობას და თვითონაც ამ გზას ადგებიან. როგორ შეუძლია გონიერ და მოკრძალებულ ქალს, ამგვარ წარმოდგენებს უყუროს? რამდენი მაცდუნებელი მოძრაობაა სხეულისა, რამდენი ურცხვობა, გადამდები სენი და გარყვნილებაა ამგვარ სანახაობებში?
link
image

თემა: ეკლესია

88. როგორ ახასიათებენ წმ. მამები განხეთქილებაში მყოფ მღვდელმსახურთ და ვის ადარებენ მათ?იგია ურჩიმონა, უსჯულო შვილი, ბოროტი ძმა, ეპისკოპოსთა შეურაცხმყოფელი და მღვდელთაგან განდგომილი, იგი სხვა საკურთხევლის აღმართვას ბედავს, სხვა ლოცვების შედგენას იწყებს უჯერო სიტყვებით, ცრუ მსხვერპლშეწირვით ბილწავს ღმრთისადმი შეწირული მსხვერპლის ჭეშმარიტებას და არც კი უნდა გაიგოს, რომ ღმრთაებრივი განწესების წინააღმდეგ მოქმედი ღმრთაებრივი ნებითვე დაისჯება უგუნური კადნიერებისათვის. ასე დაისაჯნენ კორე, დათანი და აბირონი, რომლებიც მოსესა და მღვდელ აარონის წინააღმდეგ აღდგნენ და მსხვერპლშეწირვის უფლების მისაკუთრება დააპირეს, მიწა გაირღვა, ღრმა უფსკრული გაჩნდა და ცოცხლივ შთანთქა ისინი. მხოლოდ შფოთისთავებს როდი ეწიათ ღმრთის რისხვა, ცეცხლმა შემუსრა მათი უგუნურების მოზიარე და მიმდევარი 150 კაციც (რიცხვთა 16)
link
image

თემა: ერესი

716. შეიძლება თუ არა, მოვუსმინოთ ისეთ ადამიანთა საუბრებს, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას და განხეთქილებაში იმყოფებიან?გევედრებით თქვენ, გაექეცით ასეთ ადამიანებს, სასიკვდილო შხამივით მოერიდეთ მათ დამღუპველ საუბრებს. როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის: „მოზღუდნე ყურნი შენნი ეკლითა და ნუ ისმენ სიტყვათა უსჯულოთასა“, რამეთუ „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“ (1 კორ. 15.33). თვით უფალი გვმოძღვრავს და გვამცნებს, განვეშოროთ ასეთებს: „ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმა ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათ. 1. 5, 14).
link
1
2
image
image