ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქროსფერი და ჭრელი ბუმბულით; ვერასდროს იქნები მინდვრის ჭრელ ყვავილებსა და შროშანზე ლამაზი. ,,ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი"(მთ. 6, 29). - ამბობს უფალი.
სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგაერჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას, დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ
264. ახდენს თუ არა ზეგავლენას შინაგან კაცზე ბრწყინვალე სამოსით შემოსვა?
ვისაც უყვარს შესამოსელი ბრწყინვალე და კარგად გატკეცილი, იგი ვერასოდეს შეიძენს მდაბალ გულისთქმებს, რადგან გულიც გარეგან შესახედაობას ბაძავს და ემსგავსება. მდაბიო იქნება თუ მზვაობარი გარეგნული შესახედაობა, გულიც იგივე იქნება.