image

თემა: თეატრი კინო

მსახიობის ღვაწლი ღვთისათვის სათნოა თუ არა?მსახიობობა ეს ღვთის ტალანტია, შენ სხვის ტალანტს არ უნდა შეეხო. რამდენი გამოჩენილი მსახიობია ამ ქვეყნად. თუ ღვთისაგან ეს ნიჭი მოგეცა, უნდა ეცადო ამ ტალანტით უფალთან მიიყვანო ადამიანი და არა გაართო
link
image

თემა: თეატრი კინო

194. მისაღებია თუ არა ქრისტიანისათვის თეატრში სიარული?გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და თეატრალურ წარმოდგენაზე დასწერბის შემდეგ? ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა თეატრი არის სავსებით არაქრისტიანული რამ და გონიერია ის, ვინც არ ესწრება მის წარმოდგენებს.
link
image

თემა: თეატრი კინო

416. რატომ არის მიუღბელი ქრისტიანისათვის თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება?ამ სანახაობებზე შენ დაინახავ იმას, რაც სირცხვილსა და მწუხარებას მოგგვრის. იქ ლამაზი სიტყვიბით მოუთხრობენ უძველეს მკვლელობებსა და უხამსობებზე, რათა ოდესღაც ჩადენილი ბოროტმოქმედება ხალხის მახსოვრობადი დარჩეს. ამგვარად, დროსაც კი არ ძალუძს მახსოვრობიდან ამოშალოს ბოროტმოქმედება, ისინი გადაეცემიან თაობიდან თაობას და კარგა ხნის წინანდელი სისაძაგლე ცოცხალ მაგალითებად იქცევა. წარმოდგენებზე ერთნი იმ მანკიერებათა საყურებლად მიდიან, რომელსაც თავად კარგა ხანია ეწევიან, მეორენი – იმის სასწავლად, როგორ გახდნენ არამზადები; მესამენი უყურებენ მრუშობას და თვითონაც ამ გზას ადგებიან. როგორ შეუძლია გონიერ და მოკრძალებულ ქალს, ამგვარ წარმოდგენებს უყუროს? რამდენი მაცდუნებელი მოძრაობაა სხეულისა, რამდენი ურცხვობა, გადამდები სენი და გარყვნილებაა ამგვარ სანახაობებში?
link
image

თემა: თეატრი კინო

936. როგორ ამხელენ წმ. მამები იმ მორწმუნეებს, რომელთაც უყვართ თეატრალურ წარმოდგებებსა და სხვადასხვა გასართობ სანახაობებზე დასწრება?ნუთუ არ გეშინია შენ, ადამიანო, ერთი და იმავე თვალებით უმზირო თეატრის სცენას, სადაც საზიზღარი დრამები თამაშდება და ამ წმიდა ტრაპეზს, რომელზედაც საშინელი საიდუმლონი აღესრულება? ერთი და იმავე ყურებით უსმინო მეძავი ქალის ბილწსიტყვაობას და წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დამმოძღვრელ სიტყვებს? ერთი და იმავე გულით მიიღო მომაკვდინებელი შხამი და წმიდა ზიარება? განა აქედან არ იწყება ცხოვრების გარყვნა, საქორწინო კავშირის რღვევა, დავა და შფოთი ოჯახებში? როდესაც სანახაობებზე მიღებული შთაბეჭდილებებით შინ მობრუნდები და გემოთმოყვარეობითა და უბიწოების მკვლელი ვნებებით შეპყრობილი შენს მეუღლეს იხილავ, უკვე აღარ გესიამოვნება მისი დანახვა. მაცდუნებელი სახეების ცქერით დატყვევებულს უკვე გეზიზღება იგი, შენივე ცხოვრების კეთილკრძალული მეგობარი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობ მას, იგონებ რა ათასგვარ მიზეზს ჩხუბისა და უთანხმოებისათვის. მაგრამ რაღას ვამბობ ცოლსა და ოჯახზე? თავად ეკლესია აღარ იქნება შენთვის ისეთი სასურველი და სიტყვებს სიწმინდისა და უბიწოების შესახებ უგულისყუროდ დაუგდებ ყურს. ეს სიტყვები მოძღვრება როდი იქნება შენთვის, არამედ მსჯავრად გადაგექცევა. ამიტომაც, გთხოვთ ყველას, გაექეცით თეატრალურ წარმოდგენებსა და გასართობ სანახაობებს. რადგან ყოველივეს, რაც იქ ხდება, სულის წარწყმედისა და მარადიული სასჯელისაკენ მიჰყავხართ.
link