სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა.
სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.
საზოგადოდ რელიგიურობა სიწმიდისადმი სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რელიგიის გაგება მეტად ფართოა და ზოგჯერ იგი ურთიერთ დაპირისპირებულ მცნებებს მოიცავს.
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).