image

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ

632. როგორი წინამძღოლი ვნებს მრევლს?
საჭმელ–სასმელსა და რბილ საწოლზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ბევრს არ უჭირს. განსაკუთრებით კი ბავშვობიდანვე მკაცრ პირობებში გაზრდილთ. იგივე ითქმის ფიზიკურად გაკაჟებულ ხალხზე, მათ ეიოლებათ კიდეც ასეთი ღვაწლი. მაგრამ შეურაცხყოფის, ცილისწამების, მწარე სიტყვის, მდაბიოთა განზრახული და უნებლიე დაცინვის, უფროსების და ხელქვეითების უსამართლო შენიშვნების ატანა, ცოტას, ერთი–ორ კაცს თუ შეუძლია. ხდება ისიც, რომ მკაცრი ღვაწლის მტვირთველნი ვერ უმკლავდებიან ამ უსიამოვნებებს. ასეთ დროს მათ ველური ცხოველის მძვინვარება იპყრობს ხოლმე... წინამძღოლი ოდნავადაც არ ვნებს მრევლს, თუკი მშიერი და ფეხშიშველი არ დაიარება. მაგრამ მძვინვარე, მრისხანებამორეული, საკუთარ თავსაც ვნებს და ახლობელსაც. კაცს თუ პირველის ტვირთვა არ შეუძლია, ამისთვის მას ღმერთი არ დასჯის, მაგრამ ცუდად განრისხებული „თანამდებ არს იგი გეჰენიისა მას ცეცხლისასა“ (მათ. 5.22).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები