თემა: ეკლესია

1541.რომელი ეკლესია ხელმძღვანელობს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებების განწესებით, აგრეთვე, წმიდა მამათა მიერ ჩაწერილი კანონებით?
დღეინდელ დღემდე ხელმძღვანელობს ერთი მხოლოდ მართლმადიდენბელი ეკლესია.
    განმარტება:
    I. ზეციურ ეკლესიას წმიდა მოციქულთა პავლე ზეციურ იერუსალიმს უწოდებს (ებ.12,22).
    II.წმინდანებთან ურთიერთობა, აგრეთვე კავშირი მიწიერ და ზეციურ ეკლესიათა შორის ხორციელდება ამგვარად: მიწიერი ეკლესიის წევრები ევედრებიან ღმერთს, იხსენიებენ მარადისობაში გარდასულ წმინდანებს და დანარჩენ გარდაცვლილთ, აგრეთვე ანგელოზებს. ვევედრებით წმინდანებს, რათა ილოცონ ღმრთის წინაშე ჩვენთვის. ჭმინდანები კი, ჰგიებენ რა უფლის სიახლოვეს, თავიანთი ლოცვებით ჩვენც განგვამტკიცებენ ლოცვაში და ამას გარდა, ღმრთის ნებით, სხვა გვარადაც მოქმედებენ ჩვენზე, ანგელოზების მსგავსად. ჩვენ საშუალება გვაქვს, აგრეთვე, შევთხოვოთ ღმერთს, რათა მოწყალე იქმნას ჩვენი გარდაცვლილებისათვის; ამას სიყვარული შეგვაძლებინებს, რომელიც არ წყდება და ვერც შეწყდება თვით სიკვდილითაც კი. წმინდანებთან ურთიერთობა მოიცავს აგრეთვე თანაზიარობას ლოცვასა და სიყვარულში ქრისტესადმი და მიწიერი ეკლესიის წევრთა ურთიერთმსახურებას. ლოცვითი ურთიერთობები მიწიერი ეკლესიის წევრთა შორის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის; ურთიერთსიყვარულია ის, რომ ერთმანეთს შევეწევით. ღოგორც შეიძლება მიწიერი ეკლესიის წევრს, რომ ჩვენთვის ილოცოს, ასევე შემიძლია იგივე ვთხოვო ზეციური ეკლესიის წევრსაც.
    III.ნებისმიერი ადამიანთა გაერთიანების დასაბამი არ შეიძლება იყოს ადამიანი, არამედ იგი ეფუძვნება რაიმე იდეას. მით უფრო ქრისტიანული ეკლესიის დასაბამი ვერ იქნება ადამიანი, თუნდაც ეს ადამიანი მოციქული იყოს. Aრამედ ის უნდა დაფუძნებულიყო და ეფუძნება კიდეც უმთავრეს ქრისტიანულ აღმსარებლობას, ანუ სარწმუნოებას, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა ცხოველისა.
    IV. უფალი იესო ქრისტე მოციქულებს სახელდებოდა მათივე საქციელის მიხედვით. ეს შეეხებოდა მათ პირადად და არავითარ შემთხვევაში მათ მემკვიდრეებს, ეს არ იყო მემკვიდრეობა, რომელიც შეიძლებოდა შერწყმოდა გარკვეულ საეპისკოპოსო კათედრებს და გადასცემოდა ამ კათედრებზე მოღვაწე ყველა ეპისკოპოსს. ღოგორც სიმონ მოციქულს ეწოდა პეტრე იმ რწმენისთვის, რომელიც მან განსაკუთრებული ძალით გამოავლინა, ასევე უწოდა უფალმა მოციქულებს იაკობსა და იოანეს ,,ძენი ქუხილისანი” მათი მოშურნეობისა და გულითადობისთვის (მკ.3,16-17). რამდენადაც ვიეთნი ამტკიცებენ, რომ სიმონ მოციქულს თვისება, რისთვისაც მას პეტრე ეწოდა, მემკვიდრეობით გადაეცემათ მის მემკვიდრეებს, შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ იაკობ და იოანე მოციქულების თავდადებაც გადადის ყველა ეპისკოპოსზე, რომლებიც მათი მემკვიდრეები არიან. Mოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს შორის ურთიერთკავშირის ასეთი პრიმიტიული დამექანიკური გაგება ქრისტიანული სარწმუნოების არსის საწინააღმდეგოა.უფალმა ისეო ქრისტემ სრულიად ნათლად გვამცნო, დავა იმის შესახებ იერუსალიმში ჯერ არს ლოცვა თუ გარისიმის მთაზე, სწორი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისთვის შეუფერებელია, რადგანაც ღმერთი სულია და დამოკიდებული არ არის განსაკუთრებულად განსაზღვრულ ადგილზე, რათა მხოლოდ იქ იყოს შესაძლებელი მისდამი ლოცვა (ინ.4,20-24). ვინც ამტკიცებს, რომ ღმერთის ეკლესიის სვე-ბედი დამოკიდებულია განსაზღვრულ საეპისკოპოსო კათედრაზე, ის ამჟღავნებს აზრს, რომელიც კიდევ უფრო უღირსია ღმრთისა, ვიდრე ის დავა, რომელსაც ესოდენ უარყოფითად გამოეხმაურა უფალი იესო ქრისტე, რამეთუ იერუსალიმსა და გარისიმის მთას შორის რელიგიური თვალსაზრისით იყო სხვაობა, მაშინ როდესაც ეკლესიის შიგნით, კანონიკური თვალსაზრისით, არავითარი სხვაობა არ არსებობს საეპისკოპოსო კათედრებს შორის.
    V.მთელს ეკლესიაზე ქალაქ რომის ეპისკოპოსის სწავლება იქამდე მივიდა, რომ ეს ეპისკოპოსები ანუ პაპები VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა იტალიაში ფრანკთა მეფეების მიერ შექმნილი სახლემწიფოს, რომლის დედაქალაქი რომი იყო და ,,წმიდა პეტრეს სამემკვიდრეო” ეწოდებოდა, საერო ხელისუფალნი შეიქნენ. ამ სწავლების მომდევნო შედეგი იყო ის, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსებს დაექვემდებარა დასავლეთ და შუა ევროპის, აგრეთვე ჩრდილო აფრიკის ყველა ადგილობრივი ეკლესია. ბოლოს კი ეს სწავლება იქამდე მივიდა, რომ 1870 წლის რომის ეკლესიის კრებამ ვატიკანში, ქალაქ რომის ეპისკოპოსი რწმენისა და ზნეობის საკითხებში უცთომელად გამოაცხადა.
    VI.არ შეიძლება ეპისკოპოსი საერო ხელისუფლად ვცნოთ, რამეთუ ეპისკოპოსნი ქრისტეს საიდუმლოთა მსახურნ არიან (I.კორ.4,1) და უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ მისი მეუფება არა ამ ქვეყნიურია. შაერო ხელისუფალთ საერო საქმეებზე მართებთ ზრუნვა, უნდა შეინახონ ჯარი, აწარმოონ ომები და ა.შ. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება ღმრთისმსახურის მოვალეობებს. Uფალმა იესო ქრისტემ ბრძანა, ვითარცა ამას ერისმთავარნი იქმან (მთ.20,15-28).
    VII.შეუძლებელია, რომ ცალკეული ქრისტიანი, თუნდაც ეპისკოპოსი, უცთომელი იყოს რწმენისა და ზნეობის საკითხებში, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ეკლესიის არცერთი ცალკეული წევრისთვის, თუნდაც მოციქულისთვის, არ მუცია უცთომელობის ნიჭი, რათა არ შეეყვანა ისინი ამპარტავნების, მედიდურობის და ზესთმჩენობის დამღუპველ ცოდვაში. გარდა, ამისა, თვით ეპისკოპოსებს შორისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა მემკვიდრეებად ითვლებოდნენ, გამოჩნდნენ ისეთები რომლებიჩ ეკლესიის განსასჯელები შეიქმნენ. ქალაქ რომის ზოგიერთი ეპისკოპოსი გაასამართლეს კიდეც, მაგალითად: ჰონორუსი (625-638), რომელიც ემხრობოდა მწვალებლობას, თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა ადამიანური ნება; ამისთვის ის განსაჯა მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს სერგისთან და ალექსანდრიის ეპისკოპოს კიროსთან ერთად. შხვები ჭეშმარიტებასა და მწვალებლობას შორის მერყეობდნენ, როგორც, მაგალითად, ლიბერიუსი, რომელიც გარკვეულ პერიოდში თანხმობაში იყო არიოზთან ან ვიგილუსი (538-555), რომელიც ასევე დროებით მიემხრო მწვალებლობას, რომ თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება.
    VIII.სწავლება, რო რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, შეიცავს მრავალ წინააღმდეგობას:
    1.ქალაქ რომის ეპისკოპოსებს რომ ეკუთნოდეთ პირველობა ეკლესიაში, მაშინ ეკლესიის თავი უკვე უნდა ყოფილიყო პირველი ეპისკოპოსი ლინიოსი, ხოლო წმიდა იოანე მოციქული რომელმაც 100 წელი იცოცხლა და იესო ქრისტეს შობის 100 წლის თავზე აღესრულა, ეპისკოპოს ლინიოსისა და მისი მემკვიდრეების კლეტოსის, კლიმენტესა და ეფარისტის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო, რაც სრულიად წარმოუდგენელია. შეუძლებელია ვიზრახოთ ან დავუშვათ, რომ იმ ჟამინდელ ქრისტიანებს რომის ეპისკოპოსი მოციქულზე მაღლა დაეყენებინათ.
    2.თუკი იოანე მოციქული არ ექვემდებარებოდა რომის ეპისკოპოს ლინიოსს და მის მემკვიდრეს, მაშინ, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ვერ იარსებებს უმაღლესი ხილული თავის გარეშე, ასეთი თავი იოანე მოციქული უნდა ყოფილიყო, ხოლო რომის ეპისკოპოსი ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამასთან, აქ წამოიჭრება კითხვა, რის საფუძველზე უნდა გამხდარიყო იოანე მოციქული ეკლესიის თავი, როცა ეკლესიის თავად თითქოს უკვე დადგენილი იყვნენ წმიდა პეტრე მოციქული და მისი მემკვიდრეები.
    3.თუ წმიდა მოციქული იოანე წმიდა პეტრე მოციქულის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა ეკლესიის თავი, მაშინ ეს პირველობა წმიდა პეტრეს მემკვიდრეზე კი არ გადავიდოდა რომში, არამედ პეტრეს თანამოციქულზე, რომელიც ცხოვრობდა არა რომში, არამედ ეფესოში;
    4.ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, წმიდა იოანე მოციქულის აღსრულების შემდეგ რატომ არ გადავიდა მს მემკვიდრეზე ეფოსის ეპისკოპოსზე ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება, და რატომ გადავიდა ის ქალაქ რომის ეპისკოპოსებზე, იმ დროს როცა ზემოთხსენებულ რომის პირველ ეპისკოპოსებს ეს მეთაურობა არ ჰქონდათ;
    5.თუკი წმიდა პეტრეს აღსრულების შემდეგ ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება რომის ეპისკოპოსმა ლინიოსმა მიიღო და თუ იოანე მოციქული მის დაქვემდებარებაში აღარ შედიოდა, ისმის კითხვა – ვინ იყო მცირე აზიის მრავალრიცხოვან მორწმუნეთა უმაღლესი ხილული წინამძღოლი, რომელთაც ეფესოდან ჰმწყსიდა წმიდა იოანე მოციქული; რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ ისინი, რომლებმაც ერთმანეთის მიმდევრობით დაიკავეს რომის კათედრა – ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი, თუე ს იყო იოანე მოციქული.
    6.ამის გარდა, მუდამ, რომის ეპისკოპოსის აღსრულების დროს, თავს იჩენს წინააღმდეგობა – რამეთუ ეკლესია რჩება უმაღლესი ხულული მეთაურის გარეშე;
    7.უდავოა ის გარემოებაც, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსთა შორის, ღმრთისმოყვარეთა გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა; შესაძლოა იმის დაშვება, ასეთი ცოდვილნი ქრისტეს ეკლესიის უმაღლესი ხელისუფალნი ყოფილიყვნენ?
    8.ხშირად ხდებოდა, რომ რომში ერთდროულად ორი ეპისკოპოსი იყო, რომლებიც ერთმანეთს განკვეთდნენ ეკლესიისგან, იან ჰუსის მმართველობის ჟამს, 1409-1415 წლებში, ერთდროულად სამი პაპიც კი იყო: რომში – გეორგ XII, ავინიონში – ბენედიქტ XIII, როლო პიზაში – იოანე XXIII; ვინ იყო მათ შორის ეკლესიის უმაღლესი ხილული წინამძღოლი?
    IX.უფალ იესო ქრისტეს სახელით შეკრებილ მოციქულებს, მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სულიერად ჰგიებს მათ მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სრულიას ჰგიებს მათ ჭეშმარიტებამდე. ამ მტკიცე, სავსებით ჭეშმარიტი და დასაბუთებული რწმენის საფუძველზე, მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება კერპთაყვანისმცემელთა ეკლესიაში მიღების შესახებ და ადგილობრივ ეკლესიებს დაუგზავნეს ეპისტოლენი, რომლებშიც ნათქვამია: ,,რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა” (საქ.15,28). მოციქულთა კრებების გადაწყვეტილებებს მთელი ეკლესია ცნობდა და იღებდა მათ ჭეშმარიტებაში ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე. ასეთივე მნიშვნელობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს აღემატება, აქვს კანონიერად მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებებს, რამეთუ ისინი უფალ იესო ქრისტეს სახელით არიან მოწვეულნი და სრულიად სარწმუნოა, რომ უფალი იესო ქრისტე უხილავად ჰგიებს მთ შორის. მათი განჩინებანი სავალდებულოა ისევე, როგორც მოციქულთა კრების განჩინებანი. ჭმიდა მოციქულმა პავლემ ეკლესიას ,,სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა” (1ტიმ.3,15) უწოდა. შაეკლესიო კრებებს ესწრებიან ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო პირები, განსაკუთრებით სწავლულნი ღმრთისმეტყველნი, ასევე კეთილმსახური ერისკაცნი. კენჭისყრაში მონაწილეობენ და დადგენილებები გამოაქვთ მხოლოდ ეპისკოპოსებს, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებს.
    X.ურყევი რწმენა, რომ უფალი იესო ქრისტე, ვითარცა თავი ეკლესიისა ჰგიებს მათ შორის, ვინც მისი სახელით შეიკრიბა ამა თუ იმ ადგილზე, ამა თუ იმ საეპისკოპოსო კათედრაზე, განსაკუთრებით თუე ს ეხება მსოფლიო საეკლესიო კრებას, და რომ მსგავსი შეკრება ზეციდან იღებს კურთხევას, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, - არის სულ სხვა რამ, ვიდრე მოძღვრება სარწმუნოებრივი უცთომელობის შესახებ, რომელიც გარკვეულ საეკლესიო კათედრას უკავშირდება, თითქოს უფალ იესო ქრისტეს მუნ ყოფნითა და სული წმიდის მოქმედებით გადამწყვეტ დროს მხოლოდ ეს კათედრა იყო უზრუნველყოფილი. Mსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ მართლმადიდებლურ შეხედულებას სამი სახის მოწინააღმდეგე ჰყავს: ზოგიერთებს არ სწამთ უფალი იესო ქრისტეს ღმრთაებრივი ღირსება და რომ ის მარადიულად, ცხოვლად, უხილავად ჰგიებს ეკლესიაში და ეკლესიას უმზერენ, როგორც ჩვეულებრივ რელიგიურ საზოგადოებას, ისინი აცხადებენ: უარვყოფთ მსოფლიო საეკლესიო კრებების უცთომელობას ისევე, როგორც რომის ეპისკოპოსის უცთომელობას; სხვებს, თუმცა გარეგნულად სწამთ ქრისტეს ღმრთიული ღისრება, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს რწმენა დამძიმებულია არათანამიმდევრული მსჯელობით, რაც გამოწვეულია ეკლესიურ საკითხთა და მისი სისავსის უცოდინრობით, თანდათან ავიწროვებდნენ მცნებას მის შესახებ და უმეცრობის გამო უარყვეს საეკლესიო კრებებილ მესამეთ, თუმცა სწამთ ქრისტეს ღმრთიურობისა და ეკლესიის ღმრთიური წარმომავლობისა, მაგრამ ისტორიული განვითარების შედეგად, რაც აღნიშნავს განდგომას პირველდაწყებითი საეკელსიო განგებულებისაგანმ რომლის არსებით ნაწილად გვევლინებიან საეკლესიო კრებები, უარყვეს ისინი და მათზე აღმატებულად ერთერთი საეპისკოპოსო კათედრა შერაცხეს.
    XI.Mსოფლიო საეკლესიო კრებები:
    1.პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 325 წელს ნიკეაში იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ. კრებას უძღვებოდა წმიდა გოსი, კორდობელი ეპისკოპოსი.
    2.მეორე კრება მოწვეულ იქნა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსი I დიდის მიერ,. მას თანმიმდევრობით უძღვებოდნენ: ეპისკოპოსი მელეტი ანტიოქიელი, შემდგომში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრე კონსტანტინოპოლის კათედრაზე ეპისკოპოსი ნექტაროსი.
    3.მესამე კრება მოწვეულ იქნა 431 წელს იმპერატორ თეოდოსი II-ის მიერ ეფესოში დამ ას უძღვებოდა მღვდელმთავარი წმ. კირილე ალექსანდრიელი.
    4.მეოთხე კრება 451 წელს იმპერატორმა მარციანუსმა მოიწვია ქალაქ ქალდონში. Mმას ჯერ თავმჯდომარეობდა: კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ანატოლი, შემდეგ რომის ეპისკოპოსის ლევ I-ის მოადგილეები (ეპისკოპოსები პასხასიოსი და ლუცენსიოსი), ამას გარდა, ანტიოქიის ეპისკოპოსი მაქსიმე იერუსალიმელი იუბენალი.
    5.მეხუთე კრება კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა 553 წელს, მას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ევტიხი.
    6.მეექვსე კრება 680 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე IV პოღონატმა და თავად თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსთა თანხმობით.
    7.მეშვიდე კრება 787 წელს მცირეწლოვანი იმპერატორის კონსტანტინე VI პორფიროგენეტის სახელით მოიწვია ირინე დედოფალმა დამ ას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ტარასი.
    XII.მსოფლიო საეკლესიო კრებებს თავმჯდომარეობდნენ ის ეპისკოპოსები, რომელთაც კრებაზე ნდობა გამოუცხადეს. თავმჯდომარეს, რომელსაც კრება დაუჭერდა მხარს, ამტკიცებდა და ნიშნავდა ამ კრების მომწვევი იმპერატორი.
    XIII.რომის ეპისკოპოსის უპირატესობის დამამტკიცებელ საბუთად მოჰყავთ ისიც, რომ მას რჩევისთვის სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამღვდელოება მიმართავდა, აგრეთვე ის, რომ რომის ეპისკოპოსი ეპისტოლეებს ანუ ენციკლიკებს უგზავნიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს; მაგრამ დაიდუმებენ იმის შესახებ, რომ ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და სხვა ეკლესიათა ეპისკოპოსებსაც უგზავნიდნენ სამწყსო ეპისტოლეებს სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს.
    XIV.პაპის ტიტული ეკუთვნის ორ ეპისკოპოსს: ალექსანდრიის (მართლმადიდებელს) და რომისას. სიტყვა ,,პაპი” აღნიშნავს ,,მამას”. აღმოსავლეთში თავიდან ყველა ეპისკოპოსს ხალხურ მეტყველებაში ასე უწოდებდნენ. მოგვიანებით ეს წოდება შეუნარჩუნა მხოლოდ ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომის ეპისკოპოსს მხოლოს V საუკუნიდან უწოდებენ ასე.
    XV.მოძღვრება ეკლესიის თავის შესახებ განაგდებს შეგნებას, რომ უფალი იესო ქრისტე მუდმივად ჰგიებს ეკლესიაში და რომ მისი ყოფნა ეკლესიაში საგრძნობია და გამამხნევებელი და ზემოქმედების გარეშე არ ტოვებს საეკლესიო ცხოვრებას, შეეწევა და მიმართავს მას.
    XVI.მაცხოვრის სიტყვები მოციქულ პეტრეს მიმართ ,,შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი” თავისი უპირატესობის დასაცავად მხოლოდ რომის ეპისკოპოსმა კალისტრატე I-მა (217-222) გამოიყენა.
1542.რა ძირითადი თვისებები აქვს ეკლესიას?
ეკლესიის მთავარი თვისებებია, რომ ის არის:
    1. ერთიანი,
    2. წმიდა,
    3. საყოველთაო (კათოლიკე) და
    4. სამოციქულო.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები