ავტორი:
წმ. სვიმეონ თესალონიკელი
თემა: ეკლესია
434. რომელია ეკლესიის წმ. საიდუმლონი?
შვიდია ნიჭი სულიწმიდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო, რასაც მოქმედებს სულიწმიდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, ხელთდასხმა (ე.ი. მღვდლობა), ქორწინება, სინანული და წმიდნა ზეთი (ე.ი. ზეთისკურთხევა).