თემა: ეკლესია

434. რომელია ეკლესიის წმ. საიდუმლონი?შვიდია ნიჭი სულიწმიდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო, რასაც მოქმედებს სულიწმიდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, ხელთდასხმა (ე.ი. მღვდლობა), ქორწინება, სინანული და წმიდნა ზეთი (ე.ი. ზეთისკურთხევა).
link
 

თემა: მამაო ჩვენო

1000. რას ნიშნავს: „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ“?ჩვენ უძლურნი ვართ. შენ თვითონ, მამაო, გვიხსნენ ბოროტისაგან. „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ“. და ვინ გაბედავს თავს დაესხას და შეურაცხყოს ისინი, ვინც შენი მეუფების ქვეშე არიან? ვინ აღუდგება წინ შენს ძალას? – არავინ. რამეთუ შენ შეჰქმენ ყველა და იფარავ მათ. ან კი ვინ მოისურვებს შენი დიდების დამცირებას, ყველა ზღვარს რომ მოიცავს? რამეთუ ამ დიდებით სავსენი არიან ცა და ქვეყანა. იგი შენი იყო თვით ზეცისა და ანგელოზთა შექმნამდე. მხოლოდ შენ ერთი ხარ დაუსაბამო და მარადიული, შენია სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნისამდე. ამინ!
link
 

თემა: ზიარება,  მამაო ჩვენო

996. რის მონიჭებას ვითხოვთ შემდეგი სიტყვებით: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“?ამის წინ ჩვენ ზეციერს ვითხოვდით, მაგრამ, ვართ რა მოკვდავნი, გვაქვს რა პურის საჭიროება, მასაც ვითხოვთ, რადგან კაცნი ვართ, რადგან ვიცით, რომ ისიც შენს მარჯვენაშია, მამაო ჩვენო, და რომ შენ მხოლოდ ხარ მდიდარი, ჩვენ კი ყოვლით უპოვარნი ვართ. ამასთან, ვითხოვთ რა პურს, ძალიან ბევრსაც არ ვითხოვთ, არამედ იმდენს, დღეისთვის რომ გვეყოს: რადგან გვასწავლე, არ ვიზრუნოთ ხვალისთვის, რადგან შენ, მამაო, როგორც დღეს ხარ მარჩენალი ჩვენი, ასევე ხვალაც იქნები და მარადის. და კიდევ: ვლოცულობთ რა არსობის პურისთვის, ზეციური ცხოვრების პურისთვის, ცხოველი სიტყვის ყოვლადწმიდა სხეულისთვის ვლოცულობთ, რადგან ვინც მას არ ეზიარება, წარწყმდება. იგია პური ჩვენი არსობისა. ვინც არა სჭამს მას, არა აქვს ცხოვრება თავისთავად, ვინც კი სჭამს – ცხონდება საუკუნოდ. (იოან. 6, 53,58).
link