ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: აღზრდა, ეკლესია
363. როგორ უნდა მოვიქცეთ საიმისოდ, რომ ჩვენმა შრომამ ბავშვებში კეთილი ნაყოფი გამოიღოს?
ბავშვი ტაძარში ერთი–ორჯერ კიდეც რომ მივიდეს, მაინც ამაო და უსარგებლოა მისი იქ ყოფნა, რადგან იგი ამით მხოლოდ ერთობა. არა, ასე არ უნდა იყოს, არამედ, როგორც სასწავლებელში მოსიარულე ბავშვს ვთხოვთ ნასწავლის ანგარიშს, ასევე უნდა მოვიქცეთ, როცა მათ ეკლესიაში ვგზავნით. უმჯობესი იქნება, თუკი ჩვენ მივიყვანთ მათ ტაძარში, რადგან სხვებს კი არ უნდა ვანდოთ ისინი, თვითონვე უნდა მოვთხოვოთ დაიმახსოვრონ მოსმენილი და ნაქადაგები. ბავშვების გამოსწორება ამგვარად ადვილი და მოსახერხებელი იქნება, რადგან თუ ისინი ჩვენგან სახლშიც მოისმენენ კეთილგონიერ რჩევებს, მაშინ ეკლესიაში და სახლში მიღებული მოძღვრება ერთმანეთს შეავსებს და უმალ გამოიღებს კეთილ ნაყოფს.