ავტორი:
წმ. ტიხონ ზადონელი
თემა: სამოქალახო ხელისუფლება, სასულიერო ხელისუფლება
364. რა უნდა იყოს საბოლოო მიზანი სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლებისა?
ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც შეეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო – მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება.