მოწამენი: ბათო და ვერკი ხუცესნი, არპილა მონოზონი, აბიბოს, აგნი, რეასი, იგათრაქსი, ისკოი, შილა, სიგიცე, სონირილე, სვიმბლე, თერმე, ფილე და დედანი - ანა, ალა, ლარისა, მოიკო, მამიკა, უირკო, ანიმაისა (ანიმაიდა), გაათა-გუთელი დედოფალი და დუკლიდა
მოიხსენიება 26 მარტს (ახალი სტილით: 8 აპრილს)
წმიდა მოწამენი - ბათუს და ვერკი ხუცესნი, ერპილე ბერი, აბიბოს, აგნი, რეასი, იგათრაქსი, ისკოი, სილა, სიგიცე, სონირილე, სვიმბლე, თერმე, ფილე და მოწამენი დედანი - ანა, ალა, ლარისა, მოიკო, მამიკა, უირკო და ანიმაისა (ანიმაიდა) - დაახლოებით 375 წელს ეწამნენ გუთეთში. მეფის ბრძანებით, ღვთისმსახურების დროს, ისინი ტაძარში გამოწვეს. წმიდა გაათამ, გუთეთის დედოფალმა, თავის ასულთან, დუკლიდასთან ერთად, შეაგროვა წმინდანთა ნაწილები და ქალაქ კვიზიკში (ყირიმი) გადაასვენა. გუთეთში დაბრუნებული დედოფალი უსჯულოებმა ქვებით ჩაქოლეს. წმიდა დუკლიდა მშვიდობით მიიცვალა კვიზიკში.