ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოყვასთან ურთიერთობა, სასულიერო ხელისუფლება, ხელმძღვანელთა მოვალეობანი
585. როგორი უნდა ვიყო ძმებთან ურთიერთობაში?
საკუთარი თავი ყველაზე უღირსად და ამასთანავე ყველას მმართველად მიიჩნიე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმ ხარისხისთვის, რომელიც მიიღო. ყველას მიმართ გულმოწყალე უნდა იყო (ეფეს. 4, 32), როგორც მოციქულმა თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2), სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინისცემდით სულმოკლეთა“ (1 თეს. 5, 14), და „ნუ ვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“ (რომ. 12, 17), არამედ - კეთილი. თუ ვინმე არ დაგემორჩილა, იგი შეისწავე და ნუ თანააღერევი მას (2 თეს. 3, 14). დანარჩენზე, რაც ჩემს მცირედ სიტყვაში აღნიშნული არაა, დაე იმავე მოციქულმა შეგაგონოს.