ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: კაცთმოთნეობა, ღვთისმსახურთა პატივი
584. როდესაც ძმები ჩემგან კურთხევას იღებენ, გავუწოდო ხელი ამბორისთვის, თუ არა? აზრი მეუბნება, რომ თავზეც ვეამბორო. რამდენად კარგია ეს?
როდესაც კურთხევას იღებენ, ხელი მიეცი და უთხარი მათ: დაუკვირდით, რომ კაცთმოთნეობით არ ხდებოდეს ეს; ღმერთი თქვენი რწმენის მიხედვით განიჭებთ; თავად უფალმა თქვა: „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს“ (მათე 10, 41). ამრიგად, ვინც წინასწარმეტყველს და მართალს ისე არ მიიღებს, როგორც წინასწარმეტყველს და მართალს შეეფერება, ის საზღარუს ვერ მიიღებს; და თუ ის არც წინასწარმეტყველია და არც მართალი, მაგრამ ვინმე მას წინასწარმეტყველის და მართლის პატივს მიაგებს, მაშინ მან სასყიდელი წინასწარმეტყუელისაი და მართლისაი მიიღოს; თავზე ამბორი კი არ არის საჭირო, რამეთუ ეს თავის თავში პირფერობას შეიცავს, რომელიც კაცთმოთნეობიდან გამომდინარეობს.