image

თემა: მონაზონთათვის

583. მოისმინა რა ეს აბბა ემელიანემ, ღმერთი ადიდა და ბერს უთხრა: ჩემო მამაო! მე ახალბედა ვარ და არაფერი ვიცი, რა ვუთხრა ძმებს, რას მიბრძანებ?
უთხარი მათ შემდეგი: „უფალი იესო, რომელმაც თქვა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა“ (იოანე 14, 18), თქვენზე ზრუნავს; თქვენ კი საკუთარ თავს ყოველმხრივი სიმდაბლით და ღვთისადმი სიყვარულით დაუკვირდით, და ის გაკურთხებთ და თქვენი მფარველი და წინამძღვარი იქნება“. ასევე უთხარი მათ: „დაე ნურავინ დამალავს აზრებს, ვინდაიდან, ვინც ზრახვებს მალავს ბოროტი სულები ხარობენ მასზე და გამეტებით ცდილობენ მისი სულის დაღუპვას“. თუ ძმათაგან ვინმე თავის აზრს გაგიცხადებს, მაშინ გონებით მიმართე უფალს: „უფალო! რაც შენთვის სათნოა ძმის სულის საცხოვნებლად, გადმომეცი, რომ ვუთხრა მას, რათა შენი სიტყვა ვთქვა და არა ჩემი“; და რაც გონებაში მოგივა უთხარი, ხოლო შენთვის თქვი: ეს ჩემი სიტყვა არაა, რამეთუ წერია: „რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა“ (1 პეტ. 4, 11).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები