image

თემა: ხელმძღვანელთა მოვალეობანი

663. როდესაც ჩემი მსახური რაღაცაში სცოდავს, მინდა დავსაჯო, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს?
იმისათვის რომ გამოსწორდეს, აღარ შესცოდოს და დასჯა მის ცხონებას მოემსახუროს, ღვთისნიერი სიყვარულის სულით დასაჯე. მაგრამ რისხვით არ გააკეთო ეს, რადგან ბოროტება სიკეთეს არ წარმოშობს. თუ აღშფოთდი, დააყოვნე, სანამ შფოთი გაივლის და, ამის შემდეგ, ის თანაგრძნობითა და ღვთის შიშით დასაჯე.
664. მაგრამ როცა მისი დასჯა მინდა, აზრი მეუბნება: „შენ მასზე უფრო მეტად სცოდავ; როგორ უნდა დასაჯო სხვა, როდესაც საკუთარი თავის გამოსწორებაზე არ ზრუნავ?“ და ეს მე დასჯისაგან მაკავებს.
ამ აზრს ეშმაკი გითესავს, რათა შენი მსახური არ გამოსწორდეს და მისთვის პასუხისგება მოგიწიოს. შენც უთხარი მაგ აზრს: „ცხადია და უეჭველი, მე რომ უფრო ბევრს ვცოდავ, მაგრამ რადგან ღმერთი მის გამოსწორებას ჩემგან ითხოვს, ამიტომ მე პასუხს ვერ გავცემ ჩემთვისაც და მისთვისაც“. და როდესაც მას შემწყნარებლურად და ღვთის შიშით დასჯი, საკუთარ თავს მოციქულის სიტყვა უთხარი: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ?“ (რომ. 2, 21) ამრიგად, ბრძნული სიმდაბლით უნდა გამოვასწოროთ ის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები