ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ხელმძღვანელთა მოვალეობანი
656. ჩემო მამაო, მე მსახურების აყვანა მსურს, მაგრამ ეჭვი მეპარება, გამომადგებიან თუ არა ისინი. მითხარი, ავიყვანო ისინი თუ არა? და როგორ მოვიქცე?
გვახსოვდეს, რომ ჩვენც მეუფე გვყავს. თუ ჩვენ ჩვენს მეუფეს დავემორჩილებით, მაშინ ის ისე განაგებს ყველაფერს, რომ მსახურებიც დაგვემორჩილებიან. აი, შენ ისმენ: ამიტომ წადი და ღვთის შიშით აიყვანე ისინი.