image
655. ჩემს ბიძაშვილებს, რომლებიც აქედან შორს ცხოვრობენ, აქვთ ბაღი, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ტაძრის ასაშენებლად სურს რომ შეისყიდოს; ამ ხალხთან ბაღის ფასზე მოლაპარაკება მე დამავალეს. მე კი ორი აზრი მაქვს: ერთი მეუბნება, რომ ახლობლებმა ბაღი წმინდა ადგილს შესწირონ, მეორე კი ბიძაშვილების სურვილის ზუსტ შესრულებას ჩამაგონებს. არ ვიცი რა გადაწყვეტილება მივიღო. ღვთის შიშიც მაქვს და ბიძაშვილების დაზარალებაც ცოდვად მიმაჩნია. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო?
შენს ნათესავებს ამ ბაღის ნამდვილი ფასი უთხარი და სთხოვე: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი მეუფეების და წმინდანების მოვალენი ვართ. თუ რამდენს გაუწყებთ ღმერთი დასახელებული თანხიდან, რათა წმინდა ადგილს შეწიროთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული“. ასე მისწერე და მათი ნებაა, შეასრულებენ თუ არა, შენ კი ამ საქმეში არავინ გისაყვედურებს. აღება იმისა, რაც სამართლიანია, სინდისს არ ამძიმებს და არც ცოდვაა, თუნდაც ის ღვთის სახლის სანაცვლოდ აიღონ; მაგრამ იმ ადამიანისათვის, რომელიც ნივთის მფლობელია და მასზე ხელმწიფება აქვს, უმჯობესია ის თავის ძალისაებრ ღვთის სახლისთვის დათმოს, რამეთუ მფლობელი ასეთი საქციელით გაცილებით მეტს იღებს. ხოლო თუ მას არ ძალუძს დათმობა, მაშინ ღმერთი ასეთ ადამიანს კეთილი ნების გარდა არაფერს სთხოვს. მოისმინა რა ეს ქრისტესმოყვარე კაცმა, გახარებული და ღვთის მადლობელი წავიდა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები