ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
949. როგორ უნდა მოვიქცე, თუკი შემთხვევით ვიპოვი რაიმე ნივთს?
ერთხელ აბბა აღათონი თავის მოწაფეებთან ერთად სოფლად მიდიოდა. ერთ–ერთმა მათგანმა უეცრად გზაზე დაგდებული წვრილი ბარდის ასხმულა იპოვა და ბერს უთხრა: მამაო, თუკი მაკურთხებ, მე ავიღებ ამას. ბერმა ყურადღებით შეხედა მოწაფეს და გაოცებით ჰკითხა: განა შენ დადევი აქ ეს ასხმულა? ძმამ მიუგო: არა. ბერმა კი უთხრა: მაშინ როგორღა გსურს იმის აღება, რაც შენ არ დაგიგდია?