ავტორი:
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
757. რა არის ამბიონი?
ამბიონი სახეობრივად წარმოაჩენს წმიდა საფლავის ლოდს, რომელიც ანგელოზმა გადააგორა საფლავის კარიდან. მანვე უფლის აღდგომა განუცხადა მენელსაცხებლე დედებს. წინასწარმეტყველმაც ეს გვაუწყა: „მოვაკებულ მთაზე აამაღლეთ ნიშანი. ამოდი მახარებელო და აღიმაღლე ხმა“ (ეს. 38.1). „მთა“ არის ის, რაც ბრტყელ და მოსწორებულ ადგილზე მდებარეობს.