image
782. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: თუ ებრაელი ან წარმართი თავის დღესასწაულზე სადილად მიმიპატიჟებს, ან საჩუქრებს გამომიგზავნის, ავიღო ისინი თუ არა?
არ აიღო, რამეთუ ეს წმიდა ეკლესიის კანონებს ეწინააღმდეგება (მოციქულთა 70-ე და ლაოდიკიის კრების 37-ე და 38-ე კანონები - შენიშვნა) და, ასევე, არ შეიძლება მასთან წასვლა.
783. როგორ მოვიქცე, როდესაც ის მნიშვნელოვანი ადამიანია და ამასთანავე ჩემი მეგობარია? მე თუ მის საჩუქარს არ მივიღებ, განაწყენდება და რა ვუპასუხო მას?
უთხარი მას: შენმა სიყვარულმა იცის, რომ ვისაც ღვთისა ეშინია, მან მისი ბრძანება უნდა შეასრულოს. ეს თქვენი ტრადიციებიდანაც კარგად ჩანს. რადგან შენ ჩემი სიყვარულის გამო, არასოდეს დაარღვევ იმას, რაც თქვენში გადმოცემითაა დაკანონებული. მეც აქედან არ დავასკვნი, რომ თითქოს შენ ჩემდამი სიყვარული უგულებელყავი. ჩვენც ასევე, წმინდა მამებმა და მასწავლებლებმა, ღვთისაგან გადმოგვცეს, რომ არამც და არამც არ ვჭამოთ რაიმე სხვა სარწმუნოების მიმდევართა დღესასწაულებზე. ასე რომ, ამით მე სრულიადაც არ შეურაცხვყოფ შენდამი ჯეროვან სიყვარულს.
784. სხვა სარწმუნოების მიმდევარი ზოგიერთი ადამიანი ვაჭარია და თავიანთ დღესასწაულებზე პროდუქციას ყიდის. შეუფერებელი ხომ არ იქნება, თუ მათგან ვიყიდით იმას, რაც გვჭირდება?
არაა შეუფერებელი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც სავაჭრო მოედანზე იყიდება (1 კორ. 10, 25) მოციქულის სიტყვით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ვიყიდოთ ჩვენი საჭიროებისათვის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: