1763.რა გვეძლევა მირონცხების საიდუმლოში?
გვეძლევა სული წმიდის ნიჭი, რომელთა საშუალებითაც გვეძლევა ძალა როგორც ღმრთის სიმართლის შესაცნობად და აღსასრულებლად, ასევე სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის.
1764.რა არის სული წმიდის ნიჭი?
სული წმიდის ნიჭია:
    1. სიბრძნის ნიჭი,
    2. გონიერების ნიჭი,
    3. კეთილგანმსჯელობა,
    4. ნიჭი ქმნად სასწაულთა,
    5. შემოქმედების ნიჭი,
    6. ღმრთისმოსაობის ნიჭი,
    7. ღმრთისმოშიშობის ნიჭი.
1765.ვინ აღასრულებს მირონცხების საიდუმლოს?
აღასრულებს მღვდელი. ამისთვის იყენებს წმიდა მირონს, რომელსაც ეპარქიის ეპისკოპოსისაგან იღებს; თავისთავად იგულისხმება, რომ ეს საიდუმლო ეპისკოპოსის მიერაც აღესრულება.
1766.რა არის წმიდა მირონი?
წმიდა მირონი არის ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ზეითუნის ზეთი კეთილსურნელოვანი ნივთიერებებით შეზავებული.
1767.როგორ აღესრულება მირონცხების წმიდა საიდუმლო?
მღვდელი ნაკურთხ მირონს ჯვარის სახით სცხებს ახლად ნათელ-ღებულს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და წარმოსთქვამს: ,,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა. ამინ".
1768.სხეულის რომელ ნაწილებზე ხდება მირონცხება?
მირონცხება ხდება:
    1. შუბლზე - გონების განწმედისა და განათების ნიშნად,
    2. თვალებზე, ყურებზე, ნესტოებზე და ბაგებზე - ნიშნად მშვინვიერ გრძნობათა განწმენდისა,
    3. მკერდზე - ნიშნად შინაგანი საგრძნობელის განწმენდისა,
    4. ხელებსა და ფეხებზე ნიშნად - ადამიანის საქმიანობის კურთხევისა.
1769.მითითებულია თუ არა წმ. წერილში, კერძოდ როდის დაადგინა უფალმა იესო ქრისტემ მირონცხების საიდუმლო?
მითითებული არ არის, მაგრამ ამ საიდუმლოს აღსრულება იქ ნახსენებია.
1770.წმ. წერილის რომელ წიგნებშია ნახსენები მირნცხების საიდუმლო?
ნახსენებია შემდეგ წიგნებში:
    1. მოციქულთა საქმეებში - სამ გზის,
    2. წმ. პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ,
    3. წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ,
    4. წმ. იოანე მოციქულის პირველ ეპისტოლეში.
1771.პირველად სად იხსენიება მირონცხების საიდუმლო წმ. მოციქულთა საქმეებში?
,,შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაი" (საქ.2,38).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები