image
484. ის სენაკი, რომელიც მასში მცოხვრების საკუთრება არაა და ის ოდესმე მის დატოვებას აპირებს, თუკი შესაკეთებელია, უნდა შეაკეთოს თუ არა ის მან თავის ხარჯებით?
თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი რაც მას აქვს, ღვთისაა და საერთოა ერთმორწმუნეთათვის და საკუთრად თავისი არავის არაფერი აქვს. მაშინ, მან ასე არ უნდა იფიქროს, ეს მიწიერი აზროვნებაა. როდესაც სენაკში მცხოვრები სენაკს საკუთარი ხარჯებით შეაკეთებს და იქ არ დარჩება, მაშინ მეორე ძმა ჰპოვებს რა იმ სენაკში სიმშვიდეს, ყოველთვის უნდა აკურთხევდეს მას, ვინც მანამდე ამ ადგილზე იშრომა და სენაკი თავის ხარჯებით შეაკეთა. თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჭეშმარიტია ის, ვინც ამბობს: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე. 7, 2) და „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (მათე 16, 27; რომ 2, 6; გამოცხ. 22, 12) და კიდევ: „მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა“ (ფსალ. 19, 5), მაშინ იმას არ დავუშვებთ, ძმა ნაადრევად რომ გავაგდოთ სენაკიდან, არამედ ყოველთვის მოვუხმობთ მას: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები