ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
600. თუკი ვინმე რაიმე ნივთს მოიტანს უფრო მეტის მიღების იმედით, როგორ მოვიქცე, ავიღოთ ის, თუ არა? ვინაიდან, ზოგჯერ ჩვენ იმ ნივთს ვსაჭიროებთ.
თუ არ გჭირდებათ, არ აიღო, ხოლო თუ გჭირდებათ, უთხარი მომტანს: „თუ ავიღებ, მაშინ გადაგიხდი“, და შეეცადე იმდენი მისცე, რამდენიც ღირს.